კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია ერთი წლისაა!

25 ოქტომბერი 2018

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია ერთი  წლისაა!

დიახ, 2017 წლის 25 ოქტომბერს, წინააღმდეგობების მიუხედავად,  საქართველოს უნივერსიტეტმა  და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა დააფუძნეს კერძო უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ასოციაცია.

1 წლის განმავლობაში ჩვენ მოვახარხეთ 11 უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანება, მათ შორის, ერთ-ერთი უკრაინული  უნივერსიტეტია. ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის, ჩინეთის, ბალტიის ქვეყნების, თურქეთის, ბელარუსის, მოლდოვას, აზერბაიჯანის, ირანისა და სომხეთის უნივერსიტეტებთან.

ასოციაციამ შექმნა რეალური პლატფორმა განათლების სფეროში საჯარო და კერძო სექტორს შორის ჯანსაღი დიალოგისა და ოპონირების.

საკანონმდებლო ინიცირების ფუნქციას ასოციაცია პრაქტიკულად ანხორციელებს.

ჩვენ მყისიერად და ობიექტურად გამოვეხმაურეთ განათლების სისტემაში ბოლო დროს მომხდარ საზოგადოებისათვის ყურადსაღებ ყველა მოვლენას.

ჩვენ შევქმენით პარტნიორთა ფართო ქსელი.

განვახორციელეთ არა ერთი საგრანტო პროექტი. დავიწყეთ საკონსულტაციო რეჟიმში ურთიერთობები დონორებთან.

ასოციაცია აქტიურად მუშაობს  უნივერსიტეტების რანჟირების, რეიტინგების შედგენის მეთოდოლოგიის საკითხზე, დისტანციური/ელექტრონული სწავლების დანერგვაზე, ასევე დიპლომის დანართის გაციფროვნების  მიმართულებით.  

ასოციაციამ ამ მოკლე ხანში  შეძლო საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. ჩვენს აქტივშია საერთაშორისო ორგანიზაციის „Turnitin“ საქართველოს უნივერსიტეტებში ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამის იმპლემენტაცია.

ჩვენ გავხდით  ევროპული იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA)  წევრი.

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია საქართველოში „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ წევრია.

გერმანული ფონდის SES-ის  დახმარებით ჩვენი წევრი უნვერსიტეტებისთვის ვანხორციელებთ სასერთიფიკატო ტრეინინგებს საზღვაო განათლების მიმართულებით.

ასოციაციამ დააფუძნა ბიზნესისა და კონსალტინგის აკადემია (BCA), რომელმაც ავტორიზაცია/აკრედიტაციის მოსამზადებელ ეტაპზე მნიშვნელოვანი სასარგებლო საკონსულტაციო საქმიანობა გასწია.

ასოციაცია, გამჭირვალობისა და სანდოობის ხარისხის ამაღლების მიზნით, ყურადღებით აკვირდება მიმდინარე ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესს.

                         

ახალი იდეების გენერირების ფუნქციას ასრულებს ასოციაციასთან შექმნილი სამეცნიერო საბჭო, რომლის ორგანიზებით ჩატარდა პროფესორთა და სკოლის მასწავლებელთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია.

ჩვენი პრიორიტეტი დამსაქმებლებთან ერთად შრომის ბაზარზე დეფიციტური საგანამანათლებლო პროგრამების მომზადება, საქართველოში განათლების ექსპორტის ხელშეწყობა და უცხოელ სტუდენტთა რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდაა (კოტ-დ’ ივუარის პროექტი).

წინ   ბევრი გამოწვევა, ინიციატივა, პროექტია და, რაც მთავარია, რწმენა, რომ ჩვენ გაერთიანებას შესწევს ძალა - შეასრულოს განვითარებისა და ახალი იდეების გენერირების ფუნქცია !

„გაერთიანება თავისუფალი აკადემიისთვის!“

ასევე ნახეთ