საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობა

28 ოქტომბერი 2018

2018 წლის 27 ოქტომბერს, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა.

პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენებაში ხაზი გაესვა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასთან გაფორმებულ მემორანდუმს.

ყრილობამ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტად ქალბატონი მაია კობახიძე  ერთხმად აირჩია.

ყრილობას ხელისუფლების, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროპის პროფესიული კავშირების მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ ასოციაციის წარმომადგენლები: ზ. მიმინოშვილი და ნ. როსტომაშვილი.

ასევე ნახეთ

  • ასოციაციის მილოცვა ადამიანის განვითარების ღია საერთაშორისო უნივერსიტეტ „უკრაინას“

    წაიკითხეთ მეტი
  • კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შპს “ქუთაისის უნივერსიტეტი” შემოურთდა

    წაიკითხეთ მეტი
  • პროექტი - "Creathon Educational Weekend" წარმატებით დასრულდა

    წაიკითხეთ მეტი