შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

25 ოქტომბერი 2018

2018 წლის 25 ოქტომბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მიიღო კერძო უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლობითი ჯგუფი.

ასოციაციის პრეზიდენტმა კ. თოფურიამ, ვიცე-პრეზიდენტმა მ. თავხელიძემ მიულოცეს ქალბატონ სოფიოს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვეს წარმატებები.

შეხვედრის მონაწილეებმა ზ. მარუაშვილმა, ზ. მიმინოშვილმა და გ. გახელაძემ ცენტრთან შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის მიზნით გააჟღერეს რამდენიმე პრაქტიკული ხასიათის იდეა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში კვლავაც გააგრძელებენ ინფორმაციების გაცვლას და განახორციელებენ დროის გამოწვევებზე ორიენტირებულ პროექტებს.

ასევე ნახეთ

  • ასოციაციის მილოცვა ადამიანის განვითარების ღია საერთაშორისო უნივერსიტეტ „უკრაინას“

    წაიკითხეთ მეტი
  • შეხვედრა სტუდენტებთან

    წაიკითხეთ მეტი
  • ასოციაციასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    წაიკითხეთ მეტი