შეხვედრა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში

9 ოქტომბერი 2018

2018 წლის 5 ოქტომბერს, კიევში, უკრაინის უმაღლეს რადაში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი ზაზა მარუაშვილი და ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა კვერნაძე შეხვდნენ საკანონმდებლო ორგანოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ, პროფესორ ა.ვ სპივაკოვსკის.

შეხვედრას ესწრებოდნენ რადას დეპუტატები,უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და ექპერტები.

საუბრის თემა იყო სახელისუფლებო დონეზე უმაღლესი განათლების სისტემაში ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების შესაძლო პერპექტივები და ამ საქმეში ასოციაციის ჩართულობის ფორმატის განსაზღვრა.

ასევე ნახეთ

  • საინფორმაციო შეხვედრა შოთა რუსთაველის ფონდთან

    წაიკითხეთ მეტი
  • შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

    წაიკითხეთ მეტი
  • კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    წაიკითხეთ მეტი