ასოციაციის შესახებ

 

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი თავისუფალი აკადემიის მხარდაჭერაა.

ასოციაცია სამი უნივერსიტეტის ინიციატივით  2017 წლის 25 ოქტომბერს დაფუძნდა:  საქართველოს უნივერსიტეტი (რექტორი კონსტანტინე თოფურია), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი) და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი (რექტორი მამუკა თავხელიძე).

ასოციაციის საქმიანობა, მისი მიზნებიდან გამომდინარე, მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. ჩვენ გვსურს, ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, განათლების ხარისხის გაუმჯობესება,  დამატებითი ფინანსების მოძიების გზით ფინანსური ძლიერება, გრძელვადიანი საინვესტიციო ფონდებთან წვდომის გამარტივება, განათლების შესაბამისობა შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან, მეცნიერების მხარდაჭერა, ახალგაზრდა მეცნიერთა მოტივაციის გაზრდა, ინოვაციებისა და კვლევის ტექნოლოგიების დანერგვა.

წევრი  უნივერსიტეტების   ინტერესებზე  ზრუნვისათვის   ასოციაციაში  შეიქმნა სხვადასხვა თემატური საბჭო ,ფონდი  თუ   ცენტრი, რომლებსაც სფეროს ექპერტები უძღვებიან. მათი საქმიანობის მთავარი მიზანი კერძო სექტორის გაძლიერება და საქართველოში განათლების  დონის ამაღლებაა.

ასოციაცია თავის წევრებს სთავაზობს  უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და კვლევითი საქმიანობის  გაცვლის ფართო ასპარეზს. უნივერსიტეტებისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა  გაუზიარონ  ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება ერთობლივ სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის გზით, და მოახდინონ კონსოლიდირება საერთო ინტერესების  დაცვის მიზნით.