თავმჯდომრის მისალმება

მოგესალმებით სამეცნიერო საბჭოს სახელით,

დღეს უნივერსიტეტები და საკუთრების კერძო სექტორი გამოწვევების წინაშე დგას. საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობისკენ სწრაფვამ ერთის მხრივ პროდუქციის ჭარბწარმოება, მეორეს მხრივ - ხარისხის გაუარესება გამოიწვია. ამასწინათ ჩინეთის გიგანტური წარმოების ხელმძღვანელის მოსაზრებას ვკითხულობდი:

„ჩინურ ინდუსტრიულ წარმოებას ყველაზე მაღალხარისხიანი პროდუქციის შექმნის უნარი შესწევს, და ბაზარზეც ურყევად დომინანტობს. ამის ნიმუშად ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია, Apple Inc.-ის ტექნოლოგიური კონცეფციის - iPhone 7 და 7 Plus-ის ჩინეთში აწყობის ფაქტიც გამოდგება. თუმცა ჩინეთში უამრავი საწარმოა, რომლებიც პროდუქციაზე შეკვეთას მინიმალური დანახარჯებით და ხარისხით, ნებისმიერ ფასად შეგისრულებენ. უმაღლესი ხარისხის პროდუქციაზე მაღალი ფასების გადამხდელი ცოტაა, ხოლო ბრენდირებულ პროდუქციაზე მონადირე ღარიბი მოსახლეობა - ბევრი. გამოდის, რომ ჩინეთი, მხოლოდ იაფფასიან, უხარისხო პროდუქციას უშვებს? ეს ასე არ არის. ჩინეთში ბევრი იაფფასიანი პროდუქციის დამკვეთი ჩამოდის. სინამდვილეში, ისინი, თავის მყიდველებს, ბრენდების ეტიკეტებითა და მარკებით ხიბლავენ“.

- არის ეს ეთიკური? იქნებ, ეთიკური ის არის რაც გვაწყობს...

ამგვარი მიდგომები უნივერსიტეტების აკადემიურ ცხოვრებაზეც ახდენენ გავლენას. კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის სამეცნიერო საბჭო სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების შესამუშავებლად შეიქმნა. ოქროს შუალედია მოსაძებნი, რათა სტანდარტებისა და რეგლამენტაციების სიმრავლემ უმაღლესი სკოლის ცოცხალი, შემოქმედებითი ორგანოები ბიუროკრატიულ-მბრძანებლურ, ზომბი-სისტემებად არ გარდაქმნას.  თუ დრომ და დროებითმა ადამიანი მრავალფეროვნებათა დაუსრულებელ თვალიერებას მიაჯაჭვა, მაშინ მეცნიერებაც - მომხმარებელთა შეკვეთების მიმღებად იქცევა.

- და იქნება ეს ეთიკური? ვინ იცის. იქნებ, ეთიკური ის არის - რაც გვაწყობს. შეუძლებელია ადამიანს საზოგადოების განვითარება, განათლება, ქველმოქმედება, სათნოება, თავისუფლება, აღმშენებლობა, სიბრძნე არ აწყობდეს. უნივერსიტეტი თავისი არსით მოწოდებულია ეს იცოდეს, და მხოლოდ ამის შემდეგ, ქმნიდეს მას - რაც იცის, და არა მას - რისიც არა გაეგება რა.

სამეცნიერო საბჭო აზრით, ცოდნასა და არცოდნას შორის არსებული საზღვრების, ცოდნის სასარგებლოდ გაფართოება ის მთავარი რეკომენდაციაა, რაც კი მან შეიძლება რომ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას მისცეს.