BCA ტრენინგი

საზაფხულო მედია ბანაკი

ბიზნესისა და კონსალტინგის აკადემია BCA ჟურნალიზმის შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს და უფროსი კლასის მოსწავლეებს სთავაზობს ჟურნალისტიკის სერტიფიცირებულ პროგრამას და საზაფხულო სკოლაში აცხადებს მიღებას.
პროგრამის მიზანია მონაწილეებმა შეისწავლონ თანამედროვე ჟურნალისტიკის პრინციპები და სასწავლო პროცესში გათვალისწინებული პრაქტიკული მუშაობით შეიძინონ/გამოიმუშაონ პროფესიული უნარ-ჩვევები.
საზაფხულო სკოლის მონაწილეები სწავლების პერიოდში განთავსდებიან და იცხოვრებენ წყნეთის მასწავლებელთა დასასვენებელ სახლში კვების 3-ჯერადი უზრუნველყოფით და არაფორმალურ გარემოში სპეციალურად მოწვეული პრაქტიკოსი ჟურნალისტების ხელმძღვანელობით შეიძენენ ახალ ცოდნას და პროფესიულ უნარებს.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ:

Ø ნიუსის წერის და თხრობის ტექნიკა; 
Ø საინფორმაციო გამოშვების დაგეგმვის და მომზადების სპეციფიკა;
Ø სიუჟეტის გადაღება და მონტაჟის ტექნიკა;
Ø ბეჭდური მედიის პრინციპების დაცვით ჟურნალისტური პროდუქტის შექმნა;
Ø რესპონდენტის შერჩევის კრიტერიუმები და ინტერვიუს დაგეგმვის პრინციპები;

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჟურნალისტიკის სერთიფიცირებული პროგრამის კურსს გაუძღვებიან:
• ნიკო ნერგაძე - რადიო „თავისუფლება“ ჟურნალისტი
• თამთა სანიკიძე - საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ წამყვანი 
• დავით ქაშიაშვილი - საინფორმაციო პროგრამა „კურიერი“ ჟურნალისტი 
• გიორგი მგელაძე - სტუდია „მონიტორი“ ჟურნალისტი 
• თეა მხეიძე - ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, განათლებისა და მართვის გუნდის ტრენერი;

სატრენინგო პროგრამის წარმატებული მონაწილე (2-3) მომავალი სასწავლო წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციაში „მედია და განათლება“ სტაჟირებას გაივლის.

კურსის ღირებულება: 450 ლარი 
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის 350 ლარი.
(ღირებილებაში შედის სამჯერადი კვება, ცხოვრება და ტრანსპორტირება)
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაციის ფორმა: https://goo.gl/forms/TPGd95FsOkDrEnC22
საკონტაქტო პირი: თამარ ლაღიძე 
ბიზნესისა და კონსალტინგის აკადემია BCA- პრორექტორი. 
T-577-577-357
E-mail: bca@apu.ge

 

საჯარო ინფორმაცია და პერსონალურ მონაცემთა დაცვა

ტრენინგი შეეხება ინფორმაციის თავისუფლების საკითხების განხილვას. გაანალიზდება ინფორმაციის თავისუფლების, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების მახასიათებლები. სამიზნე აუდიტორია დეტალურად შეისწავლის საჯარო ინფორმაციის დამუშავების, გაცემისა და ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლებს. ტრენინგის მონაწილეები გაიაზრებენ ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობას, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისათვის.

ტრენინგი ასევე შეეხება:

  • პერსონალურ მონაცემთა არსს და მის მნიშვნელობას.
  • მონაცემთა დამუშავების საფუძვლებსა და პრინციპებს
  • მონაცემთა სუბიექტის უფლებებს და მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებებს.
  • მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის საკითხებს.
  • მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმებსა და უფლების დარღვევისას დამრღვევის პასუხისმგებლობის საფუძვლებს.

 

უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და მათი იმპლემენტაციის პროცედურები

2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, რომელთა რაოდენობა გაიზარდა და ამჟამად შეადგენს 7 სტანდარტს.

წარმოდგენილი ტრენინგი მიზნად ისახავს ამოქმედებული სტანდარტების შინაარსის დეტალურ გავლას, რის შედეგადაც მსმენლებს  ეცოდინებათ, თუ რა პროცედურები უნდა გაიაროს უმეღლესმა სასწავლებელმა, რომ დააკმაყოფილოს თითოეული სტანდარტი, რა დოკუმენტებით არის შესაძლებელია ამის დადასტურება, როგორ უნდა განხორცილდეს შიდა და გარე შეფასებები, ბაზრის კვლევა და როგორ უნდა შეივსოს ავტორიზაციის თვითშეფასების ახალი ფორმა.

ტრენინგი გათვალისწინებულია უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისათვის.

 

ურთიერთობა და მომსახურეობა ბიზნესში

ტრენინგის მიზანია მონაწილეთათვის მომსახურების, და ზოგადად მსახურების მიმართ საღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. მომსახურების კულტურის საფუძვლად შეთავაზებული პროდუქციის ღრმა ცოდნის, კლიენტის მოლოდინების მრავალმხრივი შესწავლის, უშუალო კომუნიკაციის და მომხამარებლის უფლებების ადვოკატირების დასახვა. ასევე ტრენინგის მიზანია მონაწილეებს, გაყიდვები, ახალი თვალთახედვის ათვლის წერტილიდან დაანახოს, კერძოდ აუხსნას, რომ: გაყიდვები გაცილებით მაღალი ღირებულებების რეალიზებას ეფუძნება, ვიდრე ეს, უბრალოდ გაყიდვაა. მონაწილეები აღმოაჩენენ, რომ გაყიდვის დროს მყიდველის მიერ კომფორტის შეგრძნება განპირობებულია პროდუქციის თუ მომსახურების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნით: „კლიენტმა ზუსტად იცის რას ღებულობს“.

კურსი განკუთვნილია მომსახურებისა და ბიზნეს - სექტორის წარმომადგენლებისთვის. სატრენინგო კურსი ეფუძნება აქტიური სწავლების ტექნიკებსა და ჩართული განათლების მიდგომას.

 

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია და დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემა საქართველოში.

ტრენინგი განკუთვნილი არის კომერციული ბანკის მოლარე ოპერატორებისათვის.

ტრენინგის მიზანი არის, მსმენელებს გააცნოს საქართველოს კანონი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ. დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდოს დეპოზიტების სადაზღვევო სისტემის ამოქმედების, ფიზიკური პირის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხის ანაზღაურების შესახებ.

ტრენინგის მიზანია ასევე, მონაწილეებმა დაწვრილებით შეისწავლონ დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების წესები და პროცედურები, დაზღვეული დეპოზიტის თანხის გაანგარიშება, დეპოზიტორებისათვის ინფორმაციის მიწოდება, დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გადახდის ვადები და პროცედურები, ანაზღაურების გაცემის შემდეგ წარმოქმნილი ვალდებულებები.